საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალან ჟიუპე აღიარებს, რომ ლიბიაში საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის დაწყებისას, იგი მუამარ კადაფიდან ასეთ მედგარ წინააღმდეგობას არ მოელოდა.
ერთ -ერთ ინტერვიუში ჟიუპემ განაცხადა, რომ მან "ჯეროვნად ვერ შეაფასა კადაფის წინააღმდეგობის გაწევის უნარი". ასე ახსნა მინისტრმა, ლიბიაში, 19 მარტს დაწყებული საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის შემდეგ მიერ მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ მუამარ კადაფი ხელისუფლებაში მხოლოდ რამდენიმე კვირას დარჩება.
ამასთან ერთად, აღსანიშნავია ისიც, რომ ლიბიის ლიდერი ახლაც აგრძელებს ოპოზიციისა და ნატოს კოალიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას. მიუხედავად ამისა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, კადაფის მდგომარეობა აშკარად უარესდება.
"ტრიპოლში კადაფის ირგვლივ ყველაფერი ინგრევა", _ აცხადებს მინისტრი და ირწმუნება, რომ ოპოზიციონერებისა ლიბიის ხელისუფლების წარმომადგენლების მოლაპარაკებები კადაფის ხელისუფლებიდან წასვლის შესახებ, თანდათან საჭირო მიმართულებით მიიწევს წინ.