უბედური შემთხვევის შედეგად 22 წლის ლევან ზაკალაშვილი გარდაიცვალა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ახალგაზრდა სამსახურიდან მივლინებით სვანეთში იმყოფებოდა. საპროექტო სამუშაოების წარმოების დროს მას დენმა დაარტყა.
დაშავებული ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაცვლილს გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში დაკრძალავენ.