საქართველოში შიდსის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ეს უკვე აივ-ინფექციით ივნისის თვეში პაციენტის დაღუპვის მე-5 ფაქტია.
სპეციალისტების თქმით, როგორც უმეტეს შემთხვევაში, 35 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ამჯერადაც დაგვიანებული მკურნალობა გახდა. დაღუპული შიდა ქართლის რეგიონიდან იყო.
წელს საქართველოში შიდსის ვირუსით 56 ადამიანია გარდაცვლილი.