სტომატოლოგთან 35 წლის მამაკაცის ვიზიტი, მისი გარდაცვალებით დასრულდა.
სერგო ნასყიდაშვილი კბილის ამოსაღებად წერეთლის 113 ნომერში მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკაში მივიდა, თუმცა ინექციიდან ერთ საათში გარდაიცვალა.
დაღუპულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მას სტომატოლოგმა ანესთეზიამდე ალერგიაზე სინჯი არ აუღო.
ახლობლები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმსაც ადანაშაულებენ, რომელმაც, მათი თქმით, გამოძახების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა სათანადოდ ვერ შეაფასა.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, გარდაცვლილის ოჯახი ჯანდაცვის სამინისტროს ორივე ექიმის საწინააღმდეგო საჩივრით მიმართავს.
როგორც ირკვევა, სტომატოლოგს სამედიცინო საქმიანობის დამადასტურებელი ლიცენზია არ ჰქონდა, რის გამოც სასამართლომ მას ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სასჯელი უკვე დააკისრა.
რა გახდა პაციენტის გარდაცვალების მიზეზი, ამას სამინისტროს რეგულირების სამსახური დაადგენს.