ლამაზი მომხიბვლელი და ყველა მნიშვნელობით, პრაქტიკულად, იდეალური კემბრიჯის ჰერცოგის პრინც უილიამის მეუღლე ქეით მიდლტონი ლონდონში ირლანდიის გვარდიის აღლუმს დაესწრო. აღლუმზე ქეითი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.
აღლუმი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების დღეს მიეძღვნა. დასავლეთის მედია წერს, რომ ქეთი, როგორც ყოველთვის იდეალურად იყო ჩაცმული - ლური ფრაკი, შესაფერისი ფეხსაცმელი, თვალისმომჭრელი ღიმილი ხაზს უსვამდა მის მომხიბვლელობას.
ქეითმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან ორჯერ მეტი დრო დახარჯა გვარდილებთან საუბარში და „არის ბედნიერი, რომ მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში, რომელიც ასე ახლოა მისი მეუღლის გულთან".
ეს იყო პირველი ღონისძიება, რომელშიც პრინცი უილიამი მონაწილეობდა როგორც ირლანდიის გვარდიის პოლკოვნიკი. ეს ჩინი მან 2011 წლის თებერვალში მიიღო.
„მემამაყება, რომ მე თქვენი პოლკოვნიკი ვარ. მე არასოდეს დავივიწყებ იმ მსვერპლს და გამოცდას, რომლის გადატანაც მოგიწიათ თქვენ და თქვენს ოჯახებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეო სამსახურში" , - განუცხადა გვარდიელებს პრინცმა უილიამმა.