ვენესუელაში აქტიურად განიხილება ქვეყნის პრეზიდენტის უგო ჩავესის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ორი კვირის წინა გადატანილი ოპერაციის შემდეგ ჯერაც არ გამოჩენილა საზოგადოების წინაშე.
არსებობს ვარაუდი, რომ ჩევესი კვლავინდებურად კუბაში იმყოფება. პარასკევს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ჩევესი იბრძვის საკუთარი ჯანმრთეობისთვის. 25 ივნიის კი ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა ელიას ხაუამ ბრალი დასდო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, რომ ისინი ჩევესის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ.
„ჩევესი ჩვენთან კიდევ დიდი ხანი იქნება", - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.
„ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ჩევესის გაუჩინარება ვენესუელის მოსახლეობაში გარკვეულ დაბნეულობას იწვევს, რადგან პრეზიდენტი ფაქტობრივად ყოველდრიურად ჩნდებოდა ტელეეკრანებზე ან რადიოეთერში.
10 ივნიის შემდეგ კი მისგან არაფერი ისმის. 12 ივნისს ჩავესი „დაუკავშირდა" სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს და განაცხადა, რომ იგი თავს უკეთ გრძნობდა და მდგომარეობის გაუარესების არანაირი ნიშნები არ არსებობდა.
25 ივნისს twiter-ში მის ბლოგში გაჩნდა ინფორმაცია, რომ მის სანახავად ჩავიდა ქალიშვილი როსინესი შვილიშვილებთან ერთად.
აღნიშნულის მიუხედავად „ბი-ბი-სი" წერს, რომ ამ ფაქტმა მიმომხილველებს ვერ გაუქარწყლა ეჭვი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. მით უფრო, რომ ჯერ-ჯერობით არ არსებობს არანაირი ინფორმაცია ჩავესის სამშობლოში დაბრუნების თაობაზე.
ვენესუელაში უკვე დაიწყეს საუბარი იმის შესახებაც თუ ვინ შეიძლება შეცვალოს ქვეყნის პრეზიდენტი იმ შემთვევაში, თუ ის ვერ შეძლებს საკუთარი მოვალეობის შესრულებას.