პატიმრობიდან გათავისუფლებული მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი პატრიარქმა მიიღო და დალოცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯაჭვლიანის ადვოკატმა განუცხადა. მაიზერ ჩანქსელიანის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, გუშინ, საპატრიარქოში შეხვდა.
„უწმინდესმა სოსო დალოცა და ჯვარი უსახსოვრა", - აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ სოსო ჯაჭვლიანი სამართალდამცველებმა 26 მაისს, პარლამენტთან გამართული აქციის დაშლისას დააკავეს. მას ადმინისტრაციული სასჯელის სახით 30-დღიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მსახიობმა და „სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენელმა სასჯელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოიხადა, სადაც ის ჯანმრთელობის არასახარბიელო მდგომარეობის გამო იყო მოთავსებული. ჯაჭვლიანი გუშინ გაათავისუფლეს.