თურქეთმა სირიასთან საზღვარი დროებით ჩაკეტა. აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თურქეთის ხელისუფლებაში გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე არ ხმაურდება.
გავრცელებული ინფორმაციით, კი არ არის გამორიცხული, აღნიშნული ფაქტი საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე სირიის მძიმე ტექნიკის გადაადგილებას უკავშირდებოდეს.
ამასთან, თურქეთის ლეიბორისტული პარტია საზღვრისპირა რეგიონში სირიის პრეზიდენტის მხარდამჭერი აქციის ჩატარებას გეგმავდა.
ამის გათვალისწინებით, კი ოფიციალური ანკარა არ გამორიცხავდა, რომ მიტინგის დროს მისი მონაწილეები საზღვრის უკანონო გადაკვეთას შეეცდებოდნენ, რაც საზღვრის ჩაკეტვის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გამხდარიყო.