თეირანში გამართულ სამიტზე ირანმა, ავღანეთმა და პაკისტანმა ტერორიზმთან ბრძოლის ერთობლივი გეგმა შეიმუშავეს.
ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით მაჰმუდ აჰმადინეჯადი, ჰამიდ კარზაი და ასიფ ალი ზარდარი შეთანხმდნენ, რომ წინ აღუდგებოდნენ, როგორც ექსტრემიზმს ასევე მათ საქმეებში უცხო ქვეყნების ძალების ჩარევას.
მათი თქმით, ყოველივე ეს ისლამის სულს და რეგიონის მცხოვრებთა ინტერესებს ეწინააღმდეგება.
ზემოთხსენებული ქვეყნების გარდა სამიტში მონაწილეობა სუდანის, ტაჯიკეთის და ერაყის პირველმა პირებმაც მიიღეს.