ევროპაში რუსული გაზის ტრანსპორტირების სამართლიანი ფასი მოქმედზე მინიმუმ ორჯერ ძვირი უნდა იყოს, აცხადებს უკრაინის ხელისუფლების პრეს-სამსახური.
მკვლევარებმა უკრაინის ხელიუფლებას ხარჯების მეთოდიკა წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც 1000 კუბომეტრი გაზის ტრანსპორტირება 100 კმ-ზე 5.85 დოლარს უნდა შეადგენდეს. 2011 წლის პირველ კვარტალში კი ტრანზიტის ფასი 2.84 დოლარს შედგენდა.
შემდეგ კვირაში უკრაინის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი აზაროვი მოსკოვს ეწვევა, სადაც გაიმართება რუსულ-უკრაინული ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა. სხდომაზე აზაროვი განიხილავს რუსული გაზის უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტის ფასებს.