რიკოთის უღელტეხილზე ორმხრივი მოძრაობა დღეს საღამოს აღდგება. ამ დრომდე სარეაბილიტაციო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. რამდენიმე დღეში დაზიანებულ მონაკვეთებზე ასფალტის საფარსაც დააგებენ და გზა სტიქიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდება.
რიკოთის დაზიანებული მაგისტრალის რეკონსტრუქციაზე 8 კერძო კომპანია მუშაობს.
ჩამოწოლილი მეწყერის გამო ბოლო ორი კვირის განმავლობაში აღმოსავლეთიდან დასავლეთ საქართველოსკენ მოძრავ ყველა ტრანსპორტს გადაადგილება მხოლოდ საჩხერისა და ახალციხის შემოვლითი გზების მეშვეობით შეეძლოთ.
შეგახსენებთ, რომ სტიქიის შედეგად ამ ტერიტორიაზე 6 ადამიანი დაიღუპა.