ლიბიის ABC საერთაშორისო ბანკი 25 ნოემბერს რუსეთში წარმომადგენლობას გახსნის.
ABC საერთაშორისო ბანკი, რომლის ძირითადი აქციონერი ლიბიის ცენტრალური ბანკია, იმედოვნებს რომ მოახერხებს ექსპორტიორების და იმპორტიორების მიზიდვას, როგორც რუსეთიდან ასევე უკრაინიდან და ბალორუსიიდან.
ABC საერთაშორისო ბანკის რუსეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის დიმიტრი კურიშევის განცხადებით, მათი მიზანია დაეხმარონ რუსეთს და ახლოაღმოსავლეთის ქვეყნებს თანამშრომლობაში და ინფრასტრუქტურის განვითარებაში _მილსადენების და რგინიგზების მშენებლობაში.
პირველ ეტაპზე ბანკი აქცენტს ახლო აღმოსავლეთში მომუშავე კორპორაციების სავაჭრო დაფინანსებაზე და საექსპორტო კრედიტებზე გააკეთებს. აღსანიშვავია რომ რუსეთში ასეთ სერვისი დიდი მოთხოვნით სარგებლობს.
ამასთან ერთად ბანკი აპირებს ორიეტაციის აღებს ანვთობის და გაზის სექტორზე. ასევე მანქანათმშენებლობაზე, სამშენებლო მასალების წარმოებაზე, ქაღალდისა და ხე-ტყის ბიზნესზე.
ამ გზით ლიბიის სახელმწიფო ბანკი უზრუნველყოფს დააფინანზოს რუსული და არაბული სახელმწიფო კომპანიების პროექტები.
ABC საერთაშორისო ბანკში დარწმუნებულები არიან რომ რუსულ ბანკებთან პირდაპირი კონკურენცია არ მოხდება.