სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არავინ არასოდეს დააყენოს ეჭვქვეშ ქართველი მეზღვაურის კვალიფიკაცია. განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში მეზღვაურების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე საზღვაო აკადემიისა კურსანტებისადმი მიმართვისას.
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მეზღვაურის პროფესია ძალიან სარისკო პროფესიაა, რაც ბოლო მოვლენებმა ძალიან კარგად ცხადჰყო.
"ამიტომაც ახლა როგორც არასოდეს საჭიროა, რომ თქვენ იყოთ კარგად მომზადებულები, ამიტომაც ყოველგვარი კორუფციული გარიგებები, რომელიც იყო აქ წარსულში და სექტორის არაეფექტური გამოყენება ჩაბარდა წარსულს", _ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქართველი მეზღვაურების კვალიფიკაცია ყველა საერთაშორისო ნორმას აკმაყოფილებდეს.
"ჩვენ მკაცრად მოვკიდეთ ხელი სტანდარტებს, ძალიან მკაცრად ვაკონტროლებთ, რომ შევესაბამებოდეთ ყველა საერთაშორისო პროცედურას, დავიცვათ ყველა საერთაშორისო ნორმა იმისათვის, რომ არასოდეს არავინ ეჭვქვეშ არ დააყენოს თქვენი კვალიფიკაცია, თქვენი დიპლომი, თქვენი სერტიფიკატი, თქვენი ქვეყნის თანამოქალაქეების უფლება ამ პროფესიაში იყოს და ამ პროფესიაში მიაღწიოს წარმატებას",_ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები