"ეს არის რომანტიული პროფესია და ერთდროულად ძალიან საჭირო პროფესია გაბედული ადამიანებისა", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში მეზღვაურების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე საზღვაო აკადემიისა კურსანტებისადმი მიმართვისას.
"ჩვენ არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბათუმის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი, აქაური ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მამოძრავებელი ასევე აქაური ოჯახების ყველაზე მთავარი მარჩენალები ყოველთვის იყვნენ ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც სხვა და სხვა დროში ქვეშ დაცურავდნენ მსოფლიო ოკეანეში",_ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ ახლა რამდენიმე ათასი ქართველი სხვა და სხვა ქვეყნის გემებზე მისდევს მეზღვაურის ძალიან რთულ პროფესიას.
"მრავალი თქვენგანი ეუფლება ამ პროფესიას აქ ბათუმში. საქართველოს არაოკუპირებული ნაწილის სწრაფი განვითარება, მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა განპირობებული იყო იმით, რომ აქ იყო ძალიან ბევრი ადამიანი იყო, რომელსაც ჰქონდა ნანახი თუ როგორ ფუნქციონირებს თავისუფალი ეკონომიკა, ჰქონდა ნანახი რაც ნიშნავს თავისუფლების პირობებში შრომითი და ეკონომიკური საქმიანობა", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ "მეზღვაურობა ეს არის რომანტიული პროფესია და ერთდროულად ძალიან საჭირო. ეს არის გაბედული ადამიანების პროფესია და ამავე დროს ეს არის ძალიან განვითარებული, საინტერესო, ინტელექტუალური და დიდი გამნოცდილების მქონე ადამიანების პროფესია", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები