ვლადიკავკაზის ერთ ერთ საცხოვრებელ სახლში ქორწილის დროს ბუნებრივი აირი აფეთქდა. ინფორმაციას ამის შესახებ ვლადიკავკაზის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს წარმომადგენელი ავრცელებს.
დაზუსტებული ინფორმაციით, დაზარალდა 20 ადამიანი. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ არის. დაზარალებულები ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი.
ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი და მაშველები მუშაობენ. აფეთქების ზუსტი მიზეზი დგინდება.
მასალის გამოყენების პირობები