ავღანეთის ქალაქ ქაბულის პროვინცია ლოგარში ავტომობილის აფექებამ 30 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ინფორმაციას ამის შესახებ "ფრანს პრესი" პროვინციის ოფიციალურ წარმომადგენელზე დინ მოჰამედ დარვეშზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ტერაქტის შედეგად 30 ადამიანი გარდაიცვალა, 45 კი მძიმედ დაიჭრა", _ აცხადებს დარვეში.
მისივე ინფორმაციით, ავტომობილი, რომელიც აფეთქდა საავადმყოფოს შესასვლელში იყო გაჩერებული. ამიტომაც, გარდაცვლილთა შორის ძირითადად პაციენტები, მათი მნახველები და საავადმყოფოს თანამშრომლები არიან.