16 დეკემბერს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს, ანდრეს ფოგ რასმუსენს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ინტერნეტგვერდი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ნატოს გენერალური მდივანი რუსეთში სამუშაო ვიზიტით 15 დეკემბერს ჩავიდა.
რასმუსენი მოსკოვს 17 დეკემბერს დატოვებს.