უკრაინის ექს-პრემიერი იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ მისი აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა დაპატიმრებით იგეგმება.
"მინდა გაცნობოთ თქვენ ბატონო მოსამართლევ, რომ მოვიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი (ხელისუფლების წარმომადგენლები) განიხილავენ ჩემთვის აღმკვეთი ღონისძიების პატიმრობით შეცვლას. ამიტომაც, ვფიქრობ თქვენ მალე მოგივათ ასეთი დავალება", _ განაცხადა ტიმოშენკომ პეჩორის სასამართლოს სხდომაზე, სადაც მის მიერ 2009 წელს გაფორმებული გაზის კონტრაქტების ე.წ. საგაზო საქმის წინასწარი მოსმენა მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ვიდრე სასამარლოს დარბაზში შევიდოდა, იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ იმ დროს როდესაც სასამართლო მისი საქმის განხილვითაა დაკავებული, უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყნის გაზის სატრანსპორტო სისტემა გაყიდოს.
იმავდროულად, სასამართლოს შენობასთან იულია ტიმოშენკოს მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების მიტინგი მიმდინარეობს.