დღეს, 20:00 საათზე, კინოსახლში გაიმართება ზურა ინაშვილის დოკუმენტური ფილმის „ხვალ, ზეგ და მაზეგ" დახურული ჩვენება. ფილმი ეროვნული კინოცენტრის 2010 წლის კონკურსის გამარჯვებული პროექტია და მისი წარმოებისთვის სახელმწიფო სუბსიდიამ შეადგინა 38 000 ლარი.
როგორც ორგანიზატორებმა "ჯი-ეიჩ-ენს" აცნობეს, 52 წუთიანი ფილმი „ხვალ, ზეგ და მაზეგ" ასახავს ახალგაზრდების ცხოვრებას, როგორ ხედავენ თავიანთ მომავალს ისინი, რა აწუხებთ, რა აფიქრებთ, როგორ აღიქვამენ რეალობას, როგორია მათი ინტერესების სფერო, ურთიერთობები მეგობრებთან მშობლებთან, საზოგადოებასთან.
სცენარის ავტორი: ზურაბ ინაშვილი.
ოპერატორი: რამაზ ბატატუნაშვილი.
მონტაჟი: ერეკლე მუმლადძე.
პროდიუსერი: სანდრო ინაშვილი.
ზურა ინაშვილის ფილმოგრაფია: „გემღერებოდეს, დედაო!" (2008, დოკ.); „მგზავრები წუთისოფლისა" (დოკ. სერიალი - 30 ფილმი.2009-2010 ); „ქართველები მარიას თეატრში" (2002, დოკ.); „გამოთხოვება დონ-კიხოტთან" (2002, დოკ.); „გერმანელები საქართველოში" (1992, დოკ.); „მაისის თოვლი" (1989); „მაესტრო" (1985, დოკ.); „ნოდარ დუმბაძე" (1981, დოკ.); „ნუ მოიწყენთ შემოდგომისას" (1979, მ/მ); იწყება ზღაპარი (1977, დოკ.)