ბათუმის პორტში მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრება. საქართველოს პრეზიდენტი უფროსი თაობის მეზღვაურებს ღირსების ორდენებით დააჯილდოვებს.
ადგილზე შეკრებულია საზღვაო აკადემიის 500 მდე კურსანტი, რომლებიც საზეუმო მარშით ჩაივლიან ბათუმის პორტში. საზეიმო ღონისძიებას ასევე ესწრებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე და სტუმრები.
"საქართველო არის საზღვაო ქვეყანა, ჩვენ 17 000 მეზღვაური გვყავს, რომლებიც სხვა და სხვა ქვეყნებში გემებზე მუშაობენ. მოდის თაობა, რომელიც ამ სფეროთია დაინტერესებული, ასევე არის უფროსი თაობა მეზღვაურებისა, რომლებსაც დღეს საქართველოს პრეზიდენტი ღირსების ორდენებით დააჯილდოვებს", _ აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი.