ნიუ-იორკი აშშ-ის მეექვსე შტატი გახდა სადაც ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა.
კანონპროექტი, რომელიც ერთსქესიან და ტრადიციულ ქორწინებას თანაბარ იურიდიულ უფლებას მიანიჭებს ნიუ-იორკის სენატმა დაამტკიცა, სადაც უმრავლესობას რესპუბლიკელები წარმოადგენენ.
დოკუმენტის ოფიციალურად ძალაში შესვლისათვის ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის ხელმოწერაა საჭირო, რომელიც თავად არის ამ კანონპროექტის ინიციატორი.
აქამდე ერთსქესიანთა ქორწინება მხოლოდ კენკუტის,მასაჩუსეტის, ნიუ-ჰემპშირის, ვერმონტის, აიოვას შტატებში და აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში იყო კანონით ნებადართული.