17-მა ლიბიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მხარს უჭერენ ლიბიელ ამბოხებულებს, რომლებიც უკვე სამ თვეზე მეტია იბრძვიან მუამარ კადაფის რეჟიმის დასამხობად.
გადაწყვეტილების შესახებ ფეხბურთელმა BBC-ის, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ნაფუზას მთიან რაიონში განუცხადეს.
ამბოხებულების მხარდამჭერი ფეხბურთლებიდან 4 ლიბიის ეროვნული ნაკრების წევრია, მათ შორისა მეკარე ჯუმუ გტატა და ტრიპოლის საფეხბურთო კლუბის მწვრთნელი ადელ ბინ ისა.
გტატას განცხადებით, ფეხბურთელებს ყელში ამოუვიდათ მუამარ კადაფის დიქტატორული რეჟიმი.