უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა, თუ სად უყვარს და ურჩევნია მას ინფორმაციების კითვხა.
პრეზიდენტმა მასმედიის წარმომადგენლებს საკუთარი ტელეფონიც უჩვენა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახალ ამბებს ინტერნეტში ნახულობს, დილით ვიდრე სამსახურში წავა. თუმცა პრეზიდენტი ქსელში ნიუსებს მაინც საკუთარი iPhone-ით ნახულობს.
რუსული მედიის ინფორმაციით მე-4 თაობის iPhone-ის მფლობელი რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევიცაა.
მედვედევს ტელეფონი თავად Apple-ის ხელმძღვანელმა სტივ ჯობსმა აჩუქა.