30-დღიანი პატიმრობის შემდეგ მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი გაათავისუფლეს.
სოსო ჯაჭვლიანი, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იყო გადაყვანილი, საავადმყოფო წუხელ დატოვა.
გათავისუფლებულ სოსო ჯაჭვლიანს საავადმყოფოს ეზოში მეუღლე, წარმომადგენლობითი სახალხო კრების ხელმძღვანელი ნონა გაფრინდაშვილი, ასევე სოზარ სუბარი, რეზო ესაძე, სოფიო ხორგუანი, ლაშა ჩხარტიშვილი და თემურ შაშიაშვილი. დახვდნენ.
სოსო ჯაჭვლიანმა განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, თავს უკეთ გრძნობს, ხოლო კომენტარებს მოგვიანებით გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ სოსო ჯაჭვლიანს 26 მაისს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.