დღეს, 24 ივნისს, 20:00 საათზე "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ ნონა გაფრინდაშვილმა, ინტერნეტ მომხმარებლის კითხვებს სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" უპასუხა. ონლაინ დიალოგი "წარმომადგენლობითი სახალხო კრების" გვერდზე ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა.
კონფერენციის მსვლელობისას 5 ოპერატორი (ადმინი) მუშაობდა, რათა ყველა შეკითხვაზე პასუხი ოპერატიულად გაცემულიყო.
დასმული იყო ასამდე შეკითხვა და თითქმის ყველა მათგანზე, ნონა გაფრინდაშვილისგან, მომხმარებელმა ამომწურავი პასუხი მიიღო.
ტრადიცია გაგრძელდება და ივლისში ასეთი ონლაინკონფერენცია კვლავ გაიმართება.