ჟურნალ People-სთვის მიცემულ ინტერვიუში "ქანთრის მეფე" გლენ კემპბელმა განაცხადა, რომ მას ალცჰეიმერის ავადმყოფობა აღმოუჩინეს. მისი თქმით, ზაფხულში გამოუშვებს თავის ბოლო ალბომს, შემდეგ მხარდამჭერ ტურნეს ჩაატარებს და ამის შემდეგ დატოვებს სცენას.
კემპბელი დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა მეხსიერების ხანმოკლე დროით დაკარგვით, ხოლო "ალცჰეიმერის ავადმყოფობის" დიაგნოზი მას ნახევარი წლის წინ დაუსვეს. მუსიკოსმა გადაწყვიტა, რომ თაყვანისმცენლებს უნდა სცოდნოდათ მისი მდგომარეობის შესახებ.
კემპბელის მეუღლის კიმის განცხადებით, გლენი ახლაც მშვენიერი მომღერალი და გიტარისტია.
"მაგრამ არ მინდა,რომ ადამიანები ერთმანეთს ეკითხებოდნენ: რა სჭირს მას? ნასვამია? თუკი მას შუა სიმღერის დროს მოულოდნელად დაავიწყდება სიტყვები".
გლენ კემპლბელის ბოლო ალბომი Ghost on the Canvas", 2011 წლის 30 აგვისტოს უნდა გამოვიდეს. იმ მუსიკოსთა შორის, ვინც ალბომის ჩაწერაში მონაწილეობდნენ, არიან კრის აიზეკი, დიკ დეილი, ბილი კორგანი, ბრაიან სეტცერი და სხვები.
გლენ კემპბელმა, როგორც გიტარისტმა, ლოს-ანჯელესში დაიწყო მოღვაწეობა. მან მოასწრო ემუშავა ფრენკ სინატრასთან, ელვის პრესლისთან, The Beach Boys და სხვებთან. 60 წლების მეორე ნახევრიდან მან სოლოგამოსვლა დაიწყო და პოპულარობას მიაღწია. თითქმის ნახევარსუკუნოვანი კარიერის განმავლობაში მუსიკოსმა 70-ზე მეტი ალბომი გამოუშვა, რომელთა ტირაჟმა 45 მილილიონს მიაღწია. 2005 წელს მუსიკოსი შეყვანილია "ქანთრი-მუსიკის დიდების დარბაზში"