სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭო საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართვას უგზავნის.
მიმართვაში ნათქვამია, რომ 2011 წლის 26 მაისს საქართველოს ავტორიტარულმა რეჟიმმა კიდვ ერთი ნაბიჯი გადადგა აბსოლუტური დიქტატურისკენ.
"მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომელთა მოთხოვნას ქვეყანაში შერჩევითი სამართლის აღკვეთა, ხალხის კონსტიტუციური უფლებების აღდგენა, ავტორიტარული რეჟიმის შეცვლა და ქვეყანაში დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარება წარმოადგენდა, ხელისუფლებამ ჩაატარა სადამსჯელო ოპერაცია. მიტინგის მონაწილეებს ყველა მხრიდან ალყა შემოარტყეს, გასაქცევი გზა არ დაუტოვეს და სასტიკად გაუსწორდნენ", - აღნიშნულია მიმართვაში.
მიმართვაში ნათქვამია, რომ რეჟიმის სადამსჯელო ოპერაციას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ასობით ადამიანი დაშავდა.
"მოგმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას შეიქნას მაისის მოვლენების შემსწავლელი საერთაშორისო კომისია, რომელიც ყველა კითხვას გასცემს პასუხს და საქართველოს ხელისუფლებას არ მისცემს დანაშაულებათა დამალვის საშუალებას", - ნათქვამია მიმართვაში.