„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარე და „სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრ ნინო ბურჯანაძესა და ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე ენე ერგმას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" „სახალხო კრებიდან" აცნობეს, ნინო ბურჯანაძემ ესტონეთის პარლამენტის სპიკერს მიაწოდა ობიექტური ინფორმაცია საქართველოში, 2011 წლის 26 მაისს და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე.
„ევროპაში გაჩნდა ახალი დიქტატორი და ელვისებური სისწრაფით იდგამს ფესვებს, პრაქტიკულად კანონის რანგში ადის გამოხატვის თავისუფლების აკრძალვა" - აღნიშნა საუბრისას ნინო ბურჯანაძემ, თავის მხრივ ენე ერგმამ შეშფოთება გამოთქვა მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და აღუთქვა ნინო ბურჯანაძეს, რომ ყურადღებას გაამახვილებს საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე.