1-ელ ივლისს "ახალ გალერეაში" გაიხსნება გამოფენა "ქართული მხატვრობა კერძო კოლექციებიდან" (XX საუკუნე).
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ელენე ახვლედიანის (5 სურათი) ლადო გუდიაშვილის, კირილე ზდანევიჩის (4), სერგო ქობულაძის (5), თამარ აბაკელიას, ქეთევან მაღალაშვილის, მოსე თოიძის (2), შალვა ქიქოძის (2) დავით კაკაბაძის (3), პეტრე ოცხელის, კორნელი სანაძის, ირინა შტენბერგის და სხვა ცნობილი მხატვრების ნამუშევრები. გალაკტიონ ტაბიძის ხელნაწერი ლექსი "არტ-პოეზია".
გამოფენის ტოპექსპონატებს წარმოადგენს სერგო ქობულაძის ოპერის ფარდის ესკიზი და მაკეტი, დავით კაკაბაძის "ბიოლოგიური აბსტრაქცია", პეტრე ოცხელის დეკორაციის ესკიზი შექსპირის "ოტელოსათვის", ელენე ახვლედიანის "ზამთრის" პეიზაჟები.
ექსპონირებული იქნება ამ პერიოდის ფოტომასალა გამოფენაში მონაწილე მხატვრების შესახებ.
ახალი გალერეა იწყებს მუშაობას ქართველი მხატვრების ნამუშევრების ფასის განსაზღვრასა და სარეიტინგო მონაცემების დადგენაზე. ამ თვალსაზრისით ეს გამოფენა-გაყიდვა მნიშვნელოვანია, რადგან აქ თავმოყრილია მე-20 საუკუნეში მოღვაწე ყველა მნიშვნელოვანი ქართველი მხატვრის ნამუშევრები, სურათების უმრავლესობას რარიტეტული და სამუზეუმო სტატუსი აქვს.