პარლამენტის 2011 წლის საგაზაფხულო სესია, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა.
დღევანდელ სხდომაზე კანონმდებლებმა 80-მდე კანონპროექტი განიხილეს და კენჭი უყარეს.
როგორც სხდომის თავმჯდომარემ, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, საჭირო გახდება მინიმუმ კიდევ ერთი რიგგარეშე სხდომის ჩატარება და იგი სავარაუდოდ 1-ელ ივლისს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს იხურება, ხოლო საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება.