პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე პარტია "თავისუფლების" ლიდერი, დეპუტატი კონსტანტინე გამსახურდია, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირში და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად 88 ხმით 0-ს წინააღმდეგ დაამტკიცა.
შესაბამისი თხოვნა პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელით ორი კვირის წინ შევიდა.
კონსტანტინე გამსახურდია პარლამენტში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დამდგენ კომისას ხელმძღვანელობდა. კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ გამსახურდია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი იყო.