პარლამენტმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის კანდიდატურაზე გადაცემა "ვის უნდა 20 000" წამყვანი მამუკა გამყრელიძე უკვე დაამტკიცა. დანიის სამეფოში კი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის თანამდებობაზე ნიკოლოზ რთველიაშვილი დაამტკიცეს.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სამი ელჩის ხელახლა დანიშნეს. ეს "დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებების შესვლამ გამოიწვია. ირლანდიაში, დიდი ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში, ფინეთში და სლოვენიაში ელჩების თავიდან დანიშვნის შემდეგ ისინი საქართველოს მუდმივი წარმომადგენლებიც იქნებიან ამ ქვეყნებში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებში.
ირლანდიაში, დიდი ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა გიორგი ბადრიძეს უკავია, ფინეთის რესპუბლიკაში კონსტანტინე ქავთარაძეს, რომელიც ასევე შვედეთს ფარავს, ხოლო სლოვენიის რესპუბლიკაში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს ალექსანდრე ნალბანდოვს, რომელიც ამავე დროს სლოვაკიას ფარავს.