კომპანია Apple ტელევიზორების წარმოების ბაზარზე გეგმავს შესვმას და პროდუქციას საკუთარი ბრენდით გამოუშვებს, ამის შესახებ ინფორმაციას, კომპანიის ყოფილ მენეჯერზე დაყრდნობით, DailyTech ავრცელებს.
თუ DailyTech-ის ინფორმატორს დავუჯერებთ, Apple ბაზარზე Samsung-ს, LG-ს, Sony-სა და სხვა ცნობილი ბრენდებს გაუწევს კონკურენციას. ამ კომპანიების არსენალში უკვე მოიპოვება ისეთი ტელევიზორები, რომელთა მიერთება ხდება ინტერნეტთან.
ინფორმაცია Apple-ის მიერ ტელევიზორების წარმოების შესახებ ადრეც გავრცელებულა, თუმცა კომპანიას ფაქტი არ უარყვია და არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.
DailyTech-ის წყარო იტყობინება, რომ Apple-ის პირველი ტელევიზორი ბაზარზე უკვე შემოდგომით გამოჩნდება.