რუსი ტურისტებით თავსე ავტობუსი თურქეთის საკურორტო პროვინცია ანტალიის შესასვლელში ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა.
რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 24 ადამიანი, მათ შორის 23 ტურისტი.
სააგენტო "დოგანის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსი მდგარ საქალაქო ავტობუსს შეეჯახა. ყველა დაზარალებულმა მსუბუქი ტრამვები მიიღეს. ყველა მათგანს საჭირო სამედიცინო დახმარება უკვე აღმოუჩინეს.