საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დღეს ამერიკულ-ევროპულ ტურნეში მიემგზავრება. შეერთებულ შტატებში გიორგი თარგამაძის ვიზიტი 30 ივნისამდე გაგრძელდება. „ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის (IDU) აღმასრულებელთა შეკრებაში მიიღებს მონაწილეობას, პარალელურად კი გამართავს შეხვედრებს კონგრესში, სენატსა და სახელმწიფო დეპარტამენტში. დაგეგმილია ინდივიდუალური შეხვედრა სენატორებთან - ლიბერმანთან და მაკკეინთან.
შტატების შემდეგ გიორგი თარგამაძე გერმანიის მმართველი "ქრისტიან- დემოკრატიული კავშირის" მიწვევით და კონრად ადენაუერის ფონდის ორგანიზებით ვიზიტს ბერლინში გააგრძელებს. გერმანიაში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას გიორგი ახვლედიანი, ნიკა ლალიაშვილი და გიორგი რუხაძეც მიიღებენ,
„ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები საქართველოში 9 ივლისს დაბრუნდებიან.