„ქართული პარტიის" დაკავებული წევრების ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" „ქართული პარტიიდან" აცნობეს, საჩივარი სააპელაციო სასამართლოში  48 საათის განმავლობაში შევა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ  „ქართული პარტიის" აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელ ლევან ტერაშვილს ,  ბონდო კაკაშვილს, დავით შიუკაშვილს და დავით ჯარმელიშვილს, უკანონო  შეირაღებული ფორმირების შექმნის ბრალდებით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მათი ადვოკატების შუამდგომლობა   წინასწარი პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდების თაობაზე.