ასტრახანის ოლქში "მიგ-29" ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი დაღუპული მფრინავის გვამი უკვე ნაპოვნია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაცია სამინისტროს რეგიონალური წარმომადგენელი ადასტურებს.
"ორივე მფრინავის გვამი უკვე ნაპოვნია. მიმდინარეობს გამოძიება", _ განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.
პილოტების გარდაცვალების ფაქტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროშიც ადასრურებენ.