საპარლამენტო ოპოზიცია სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს აპროტესტებს. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნეს, კანონპროექტის თანახმად, ნებისმიერი საგანი, რომელიც აქციაზე იქნება წარმოდგენილი, ხელისუფლებამ შეიძლება საშიშად ჩათვალოს, რაც აქციის დაშლის მიზანი შეიძლება გახდეს.
დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, ეს შეიძლება შეეხოს როგორც დროშის ტარებს, ასევე ქამრის ბალთებს, თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ მათ ადამიანისთვის ზიანის მიყენება შეუძლია.
ოპოზიციას შენიშვნები აქვს შეიარაღბეული დაჯგუფებების შექმნასთან დაკავშირებითაც. როგორც დეპუტატები განმარტავენ, თუ ხელისუფლების მხრიდან იქნება სურვილი, ასეთ დაჯგუფებად შეიძლება დროშის ტარების გამო პოლიტიკური პარტიებიც ჩაითვალოს.
როგორც კანონპროქტის ერთ-ერთმა ავტორმმა გიორგი ჩივიაშვილმა განმარტა, შეიარაღებული დაჯგუფებები წინასწარი მიზნით იქმნება, ხოლო თუ სპონტანურად მოხდება მისი შექმნა, ხულიგნობის კვალიფიკაცია მიეცემა. რაც შეეხება ხის ჯოხების გამო პოლიტიკური პარტიების შეიარაღებულ დაჯგუფებად გამოცხადებას, დეპუტატის თქმით, ამის საშიშროება მათ არ ემუქრებათ.