მსოფლიოში უმსხვილესი ბელგიური ლუდსახარში SABMiller plc-ის უკრაინული ფილიალის "მილერ ბრენდ უკრაინას'' ბრენდები "სარმატი'' და "ჟიგულოვსკოე'' საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად მიმდინარე წლის მაისიდან შემოვიდნენ. უკრაინულმა კომპანიამ ექსკლუზიური ხელშეკრულება ქართულ T&D (Trade & Development)-თან გააფორმა.
ამ დროსთვის პროდუქცია თბილისის 2000-ზე მეტ და საქართველოს რეგიონების 1800-ზე მეტ სავაჭრო წერტილში იყიდება.
უკრაინული მხარის განცხადებით, "სარმატი'' და "ჟიგულოვსკოე'' საქართველოს ბაზარზე ადრეც იყო წარმოდგენილი, თუმცა მიწოდებას რეგულარული ხასიათი არ ქონდა. მათი განცხადებით, დღეისთვის გაყიდვების მოცულობა რამდენჯერმეაა არის გაზრდილი და იმედოვნებენ, რომ ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. დაგეგმილია ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანიის წარმოებაც.
"საქართველოს ლუდის ბაზარი მზარდია, მისი პოტენციალი გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი საქმიანობა წარმატებული იქნება და ლუდის მოყვარულებში ჩვენს ნიშას დავიჭერთ'', - აღნიშნავს "მილერ ბრენდ უკრაინას'' გაყიდვების დირექტორი იური უშაროვი.
"სარმატი'' და "ჟიგულოვსკოე'' ცნობილი ბრენდებია საქართველოში, ჩვენი მომხმარებელი არა მარტო აფასებს კლასიკური ლუდის გემოს, არამედ გარკვეული ნოსტალგიაც აქვს მის მიმართ. ამ ორ ბრენდზე დიდი იმედს ვამყარებთ და დარწმუნებული ვარ, პოპულარობას მალე მოიპოვებს", - აღნიშნა Trade & Development-ის კომერციულმა დირექტორმა ნუკრი თოდრაძემ.