"რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებისას არ მიიღებს პირობებს, რომლებიც ზიანს მიაყენებს მის სოფლის მეურნეობას", - ეს განცხადება რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.
პრემიერის თქმით, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში სოფლის მეურნეობი სფეროში რჩება რუსულ ბაზარზე მეცხოველეობის პროდუქციის მიწოდების საკითხი.
"ჩვენ ყველაფერი ამოვთქვით, რაც გვინდოდა გვეთქვა, გარდა მეცხოველეობის პროდუქციის მიწოდების შესახებ ჩვენი ბაზრისთვის. ისინი მოითხოვენ, რომ დღეს არსებული წესრიგი შევინარჩუნოთ", _ განმარტავს პუტინი და მიანიშნებს, იმაზე, რომ ასეთი პოზიცია რუსეთს ელს არ აძლევს.
"ჩვენ არ დავთანხმდებით იმ პირობებს, რომლებსაც დღეს გვთავაზობენ. თუ ვხედავთ, რომ შესაძლოა, ზოგმა წინადადებამ ჩვენს სოფლის მეურნეობას ზიანი მიაყენოს, ასეთ წინადადებას არ მივიღებთ", _ აცხადებს პუტინი.
აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის, მედვედკოვის განცხადებით, რუსეთის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ გამკაცრდეს უცხო ქვეყნის წარმოების ხორცის შემოტანის შემოწმება რუსეთის ბაზარზე.