ხვალ, 24 ივნისს, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პარტია "თავისუფლების" ლიდერის, დეპუტატ კონსტანტინე გამსახურდიას მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნას კენჭს უყრიან.
შესაბამისი თხოვნა პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელით ორი კვირის წინ შევიდა.
გამსახურდიას კანდიდატურა დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხების და ევროპასთან ინტეგრაციის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
გამსახურდიას კანდიდატურა ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირში და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლადაა წარდგენილი.