„ახალი მემარჯვენეების" ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ აფხაზეთის რუსიფიკაციის პროცესის მიმართ პროტესტის ნიშნად აქცია მოაწყო.
შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის შენობის წინ „ახალი მემარჯვენეების" ახალგაზრდულმა ორგანიაზციამ აფხაზეთის რუსიფიკაციის პროცესის მიმართ პროტესტის ნიშნად აქცია მოაწყო.
აქცია აფხაზეთში რუსეთის სამხედრო კონტინგენტის გაორმაგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა.
„ახალი მემარჯვენეების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს, რომ მიმდინარეობს აფხაზეთის რუსიფიკაციის პროცესი, რასაც სწორედ სამხედრო კონტინგენტის ზრდა უწყობს ხელს. ისინი მიიჩნევენ, რომ აფხაზი ხალხის, როგორც ეთნოსის, შენარჩუნება ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესებში შედის.