საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, საქართველოს მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების იდეა ყველაზე ახლოს რუსეთის ხელისუფლების ინტერესებთან დგას. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა კავკასიის საკითხებში ექსპერტის მამუკა არეშიძის იდეის შეფასებისას განუცხადა, რომელიც საქართველოს მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას ეხება.
"ეს არის პირდაპირ მიმართული ჩვენი ქვეყნის სახელმწოფოიბრივი ინტერესების წინააღმდეგ. წავიკითხე რაც იქ წერია - ეს არის ბავშვური ტიტინი ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ თემებზე. ამას მოყვება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სრული დეზიტენგრაცია, დაშლა და სხვა ქვეყნების მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის რღვევის აღიარება", - განაცხადა წიკლაურმა.
ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ვერც ერთ ექსპერტს ვერავინაუკრძალავს თავის მოსაზრებების გაჟღერებას, მაგარმა მეორე საკითხია რამდენად სერიოზულად შეიძლება მსგავსი ინიციატივების აღქმა.
"როგორ შეიძლება ამის სერიოზულად აღქმა? ეს მოსაზრება ყველაზე ახლოს დგას რუსეთის ხელისუფლების ინტერესებთან. არ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ვინმესთვის მათი მხრიდან პირდაპირი დავალება, რომ ასეთი მოსაზრებები გამოთქვას, არ მინდა მართლა ასე ვიფიქრო, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ყველაზე მეტად შეიძლება დაკავშირებული იყოს რუსეთის ხელისუფლების ინტერესთან", - აცხადებს წიკლაური.