ირაკლი ოქრუშვილის გეგმები სახელმწიფო ღალატია. ამის შესახებ მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა პეტრე მამრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას შსს-ს მიერ ოქრუაშვილის საქართველოში შემოსვლის გეგმის გაშიფვრის შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, დღეს შემზარავი ინფორმაცია მოისმინა, რომელიც სახელმწიფო ღალატის ტოლფასია და თუ შსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მოყვანილი ფაქტები დადასტურდა, დამნაშავეების დასჯა აუცილებელია.
"ეს არის შემზარავი ფაქტი, რაც სახელმწიფო ღალატის ტოლფასია. თუ ეს ფაქტები დადასტურდა, დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ", - განაცხადა მამრაძემ.
შსს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში შემოსვლას, 200-მდე რუს სპეცრაზმელთან ერთად გეგმავდა.