"ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ეროსი კიწმარიშვილი შსს-ის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებს "აბსურდს" უწოდებს.
"ის, რაც თქვენ მოისმინეთ, არის აბსურდი და საზოგადოებას არ სჭირდება ამაში დარწმუნება. შსს-ს კინოსტუდია არის ფელინი რენე ჰარლინთან შედარებით",- განუცხადა კიწმარიშვილმა ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, დაკავებულთაგან "ქართული პარტიის" წევრი მხოლოდ 2 ადამიანია, დანარჩენებს კი წარულში ჰქონდათ კონტაქტი ირაკლი ოქრუაშვილთან.
ამასთან, კიწმარიშვილის მტკიცებით, არც ერთ დაკავებულს თავი დამნაშავედ არ უცნია.
რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილის საქარველოში ჩამოსვლას, კიწმარიშვილის განცხადებით, ის სამშობლოში აუცილებლად დაბრუნდება და ეს პირობა ძალაშია. Aამ კონტექსტში "ქართული პარტიის" ლიდერი კიდევ ერთხელ განმარტავს 25 მაისს, ოქრუაშვილის თბილისში დაგეგმილი ჩამოსვლის გადადების მიზეზს და აღნიშნულში ნინო ბურჯანაძეს ადანაშაულებს.
"ოქრუაშვილი აუცილებლად ჩამოვა საქართველოში. ის 25-ში იმიტომ არ დაბრუნდა, რომ არ იყო პოლიტიკური კონსენსუსი. ბურჯანაძე რომ უფრო ადეკვატური ყოფილიყო, დღეს სააკაშვილის რეჟიმი აღღ იქნებოდა", - აღნიშნა "ქართული პარტიის" ლიდერმა.
გარდა ამისა, კიწმარიშვილმა სამართალდამცველები დაკავებულთა უფლებების შელახვაშიც დაადანაშაულა და განმარტა, რომ პოლიციეს არც ტერაშვილისა და არც სხვების დაკავების ორდენები არ ჰქონია.