საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, ირაკლი ოქრუაშვილის ქმედებები საქართველოს სახელმწიფოებრიობის და სტაბილურობის წინააღმდეგ იყო მიმართული.
"21-26 მაისი და წინმსწრები მოვლენები, რუსეთის ხელისუფლების მიერ მოწყობილი ტერაქტეტბში საქართველოში, ქართული მიწების ოკუპაცია და პროვოკაციების მოწყობისთის ხელშეწყობა მაისის მოვლენების დროს ერთიან ჯაჭვის რგოლებია. მიმაჩნია, რომ ეს იყო დაგეგმილი მასშტაბური პროვოკაცია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და სტაბილურობის წინააღმდეგ", - აღნიშნა წიკლაურმა შსს-ს მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში ცხინვალის რეგიონიდან შემოსვლის გეგმის გაშიფვრის შეფასებისას.
უმრავლესობის წევრის თქმით, სამართალდამცველების ქმედებები ამ შემთხვევაში აღმოჩნდა ოპერატიული, ეფექტური, რამაც საქართველოს მნიშვნელოვანი საფრთხე ააცილა სხვადასხვა ტიპის შეტაკებების თავლსაზრისით.
"რის გამოც ვერ მოახერხეს თავისი გეგმის განხორციელბა იყო ის, რომ სახალხო მხარდაჭერა ამ აქციების მინიმალურზე მინიმალური აღმოჩნდა. აქ, რომ ყოფილიყო დიდი მხარდაჭერა მაშინ პროვოკაციების განხორციელების ალბათობაც მაღალი იქნებოდა. ამ შემთხვევაში როგორც ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ, ქართულმა საზოგადოებამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შსს-ს სახით მინიმალური შანსიც კი არ დაუტოვა კოლაგორაციონისტებს მიეღწიათ წარმატებას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ", - მიაჩნია წიკლაურს.
შეგახსენებთ, რომ შსს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში შემოსვლას, 200-მდე რუს სპეცრაზმელთან ერთად გეგმავდა.