დღეს, 19 ოქტომბერს, პარლამენტის ბიურო ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მიზეზების დამდგენი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავს. ინიციატივა "ქართული დასის" ლიდერს, დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას ეკუთვნის.
ხვალინდელ ბიუროს სხდომას ჯონდი ბაღათურიაც დაესწრება და ბიუროს წევრებს ინიციატივას წარუდგენს. მისივე თქმით, კომისია ისტორიული სამართლიანობისა და ობიექტურობის დადგენის მიზნით უნდა შეიქმნას.
ბაღათურიამ ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გარემოებების დამდგენი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის წინადადებით პარლამენტს ოფიციალურად 7 ოქტომბერს მიმართა. ბიუროს წევრები ხვალ კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანაზე იმსჯელებენ.