თურქეთში 5.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. როგორც თურქული მედია იუწყება, ეპიცენტრში ქვეყნის სამხრეთში, ელაზიგის პროვინციაში დაფიქსირდა. ბიძგები იგრძნეს ელაზიგის მეზობელ პროვინცია დიარბაქირში. მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი მიწისძვრა თურქეთში 2010 წლის მაისში მოხდა. 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ელაზიგში 51 ადამიანი ემსხვერპლა. 1999 წელს მომხდარ 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 18 000 ადამიანი ემსხვერპლა.