სირიის სამთავრობო ძალები მძიმე საბრძოლო ტექნიკით თურქეთის საზღვართან მდებარე სოფლებში შეიჭრნენ. სწორედ აღნიშნული ტერიტორიებიდან ხორციელდება სირიის მოქალაქეების მასობრივი გადინება თურქეთში. სირიის ძალები სოფელ ხირბიტ ალ ჯოზში გამთენიისას შევიდნენ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ძალები ერთი კილომეტრითაც აღარ არიან დაშორებულები თურქეთის საზღვართან.
სირიასა და თურქეთს შორის ბოლო პერიოდში სიტუაცია დაიძაბა. სირია უკმაყოფილებას გამოთქვამს, თურქეთის მიერ სირიელი ლტოლვილების შეფარების გამო. გუშინ ღამით, სირიის მხარეს, თურქეთის საზღვართან სროლის ხმაც ისმოდა.