ავღანეთიდან ჯარებს საფრანგეთიც გაიყვანს. ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
ფრანგული შენაერთების გაყვანა ამერიკის შეერთებული შტატების ჯარების გაყვანასთან შეთანხმებულად მოხდება. ფრანგი ჯარისკაცების გაყვანა აშშ-ის მსგავსად მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება. საფრანგეთს ავღანეთში 4 000 ჯარისკაცი ყავს გაგზავნილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ იბამამ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში აშშ ავღანეთიდან 10 000 ჯარისკაცს გაიყვანს, 2012 წლის დასრულებამდე კი 30000-ს.